სახელწოდება_”გიშერი ოკრიბაში_ტრადიცია და თანამედროვეობა”
პრობლემა_თანამედროვე პირობებში იკარგება გიშრის დამუშავების ის მდიდარი ტრადიციები, რითაც ოკრიბა ცნობილი იყო მთელს საქართველოში.
პროექტის მოკლე აღწერა_პროექტის მიზანია სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდეს “მხატვრული და გამოყენებითი სახელოსნო”,სადაც მოსწავლეები პროფესიონალი ოსტატების ხელმძღვანელობით დაეუფლებიან გიშრის “გამოქნის” ჩვევებს, ხის დამუშავებას და მასზე კვეთას.
პროექტის სრული აღწერა_გიშერი ქვანახშირის სახესხვაობაა.მის დამუშავებას უძველეს საუკუნეებში აქვს ფესვი გადგმული.დამუშავებული გიშერი ნაპოვნია ქვის და ბრინჯაოს ხანის სამარხებში,თრიალეთის ოქროს თასს სხვა ქვებთან ერთად ამშვენებს გიშერიც.გიშრის წარმოების გაფართოება მომხდარა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.მის შესახებ წერდნენ სერგეი მესხი და ზაქარია ჭიჭინაძე.ისინი ზრუნავდნენ დარგის განვითარების პერსპექტივების შესახებ და დიდ იმედს გამოთქვამდნენ ამასთან დაკავშირებით .მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოსათვის ეს დარგი დაქვეითებას განიცდის. ქართველი ეთნოგრაფების და არქეოლოგების აზრით მათ მიერ მოძიებული ყველა ნივთი დამზადებული უნდა ყოფილიყო ადგილობრივი ოსტატების მიერ ადგილობრივი მასალით.დარგის კვლავ აღორძინება იწყება მეოცე საუკუნის 70-იან წლებში_ეწ.”გიშრის ბუმი”. 90-იან წლებში ტყიბულში ყალიბდება ჯგუფი, რომელმაც გიშრის დამუშავების ხელოსნობა აიყვანა ხელოვნების დონეზე.ოსტატები მაღალმხატვრულად შესრულებული ნივთების დამზადებისას იყენებდნენ არა მარტო გიშერს, არამედ სხვადასხვა ფერად ქვებს,ბზას, უთხოვარს, თრიმლის, კაკლის და ტყემლის ხის მასალას. გიშრის სამკაულების გამოყენებას მრავალი საუკუნის ტრადიცია გააჩნია არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გიშერი ძალზე პოპულარული იყო და არის თავისი მაგიური თვისებების გამო .მეცხრამეტე საუკუნის ინგლისელი მოაზროვნე კინგი ამბობდა, რომ ქვა გამოიყენებოდა რამდენიმე დაავადების სანკურნალოდ,რომალი მონათვაჭრები მისი დახმარებით ამოწმებდნენ მონების ჯანმრთელობის მდგომარეობას.ამ კეთილშობილი ქვის დახმარებით ძველ რომში თურმე იმასაც ახერხებდნენ რომ გაეგოთ ქალიშვილი იყო თუ არა გოგო.
მოსწავლეთა ასაკი_მე-10 ,მე-11 და მე_12 კლასის მოსწავლეები.
ვადები და ხანგრძლივობა_2010წელი.
პროექტის შესაძლო აქტივობა_პროექტის ფარგლებში მოეწყობა ესკიზების კონკურსი, გიშრისა და ხის ნაკეთობების გამოფენა- გაყიდვა, აგრეთვე ჩატარდება თეორიული კონფერენციები.
მოსალოდნელი შედეგები_პროექტის განხორციელება დაეხმარება მოსწავლეებს მხატვრული გემოვნების განვითარებაში და შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
სხვა სარგებელი_პროექტის განხორციელება სარგებლიანი იქნება სკოლისთვისაც.იგი ხელს შეუწყობს მოსწავლეების მოზიდვას, გამოფენა-გაყიდვის შედეგად სკოლა მიიღებს გარკვეულ შემოსავალს.
საგნებთან კავშირი_ისტორია, ხელოვნება, გეოგრაფია.
პროექტის ავტორი_ტყიბულის I საჯარო სკოლის მასწავლებელი _ნია გოგსაძე
პროექტის ავტორის ელ. ფოსტა _nia gogsadze@gmail.com
No comments:
Post a Comment